შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„უკვე ტრადიციად იქცა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ძალიან გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, ახალ წელს ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული. მინდა თითოეულ ბავშვს, მოზარდს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო!“ – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო ფონდი „მომავლის გზა“, რომლის ბენეფიციარებიც არიან ბავშვები.