top_leaderboard

გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს შეხვდა.

შეხვედრაზე დიასპორული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზერბაიჯანის მხარე ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდულ-კულტურულ ცენტრებს აფინანსებს, რომლებიც სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებს ახორციელებენ. ამასთან, აზერბაიჯანის მხარე აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.

მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების ქართულ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

გივი მიქანაძემ დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, კულტურის კომიტეტის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ თემატურ მოკვლევაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დიასპორულ საკითხებს ეხება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.

ასევე იხილეთ