leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა. სერვის ცენტრში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგა, რომლის  ფარგლებშიც, მოქალაქე არა მხოლოდ სოციალურ, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა  და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას შეძლებენ. მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორ გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის  განმარტებით, გლდანი-ნაძალადევის მომსახურების ცენტრი სრულად შეესაბამება მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა  მომსახურების ხარისხს.სერვის ცენტრში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგა, რომლის  ფარგლებშიც, მოქალაქე არა მხოლოდ სოციალურ, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა  და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას შეძლებენ.

 

ასევე იხილეთ