ვლადიმერ ბოჟაძე: განსაკუთრებულად მტკივნეული თემა წამოწიეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს, ოღონდ არ ყოფილა არც ერთი ფაქტი მოხსენიებული ივანიშვილთან მიმართებაში
“განსაკუთრებულად მტკივნეული თემა წამოწიეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს, ოღონდ არ ყოფილა არცერთი ფაქტი მოხსენიებული ივანიშვილთან მიმართებაში”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ცოტა უცნაურია ოპოზიციის სიხარული, რა უხაროდათ, როდესაც ისედაც შეგუებული იყო ბიძინა ივანიშვილი იმას, რაც სამი წელი მის თავს ხდებოდა მის პირად ფინანსებთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებულად მტკივნეული თემა წამოწიეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს, ოღონდ არ ყოფილა არც ერთი ფაქტი მოხსენიებული ივანიშვილთან მიმართებაში. აქ რომ წერებულიყო, რომ წამოეგო რუსეთთან პროვოკაციას და ჩაერთო ომში, ვიფიქრებდით, რომ სააკაშვილზე იქნებოდა ლაპარაკი, თუმცა არცერთი სიტყვა ამ მიმართულებით ნახსენები არ არის, რომ 12 წლის განმავლობაში ჩვენ რაიმე სტრატეგიული ობიექტი გადავუფორმეთ რუსეთის ფედერაციას, სახელმწიფო კომპანიებს. ასეთი რამ არ ყოფილა, ვინაიდან ეს ყველაფერი სააკაშვილის დროს ხდებოდა, რომ ჩვენ მოვუხსენით რუსეთს უვიზო რეჟიმი, ოკუპანტ სახელმწიფოს, ამასაც ვერ იტყოდნენ, იმიტომ, რომ მანამდე ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ანუ, რა რუსული საქმეც გაკეთდა მიხეილ სააკაშვილის ხელში თურმე ეს არ ყოფილა რუსული საქმე და ივანიშვილის ხელში, როდესაც ჩვენ რუსეთს მოვუგეთ ჰააგის საქმე, მოვუგეთ სტრასბურგის სასამართლო. იცით თქვენ, რომ ერთი სასამართლო პროცესი სულ ახლახან რამდენიმე კვირის წინ მოვუგეთ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხებოდა. ერთი ფაქტი არ მოუყვანიათ და ვერც მოიყვანდნენ, ბუნებრივი, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს.
ცოტა უცნაურია ოპოზიციის სიხარული, რა უხაროდაც, როდესაც ისედაც ვიცოდით და შეგუებული იყო ბიძინა ივანიშვილი იმას, რაც სამი წელი მის თავს ხდებოდა, მის პირად ფინანსებთან დაკავშირებით. ეს უბრალოდ, ახლა სამართლებრივად გაფორმდა და იგივე ოპოზიციაც, თუ მოგისმენიათ თქვენ როდისმე ეხსენებინოს, რომ აი ეს კონკრეტული ნაბიჯი, ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო რუსეთის ინტერესებში და ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. პირიქით, გახსოვთ, რომ იგივე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობდნენ და ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა, ვინც დღეს იყვნენ ჩამოსულები სალომე ზურაბიშვილთან, ეტყობა არ იციან, რომ 24 საათზე ნაკლები დარჩა სალომე ზურაბიშვილს საკუთარ პოსტზე, თქვეს, რომ ეს იყო რუსული ოპერაციაო. სინამდვილეში, ეს იყო ამერიკული არჩევნები, ამერიკული ტექნოლოგიებით, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული არჩევნები და ამერიკული კომპანიის მიერ შემოწმებული აუდიტი, რომელიც განხორციელდა ამ არჩევნების დროს“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.