leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: დღეს ისტორიული დღეა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება

“დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.

“კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ