ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ჩვენთვის მთავარია ხალხის ნდობა. ხალხი რომ გვენდობა, მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ამ ხელმოცარულებს შეჰყავდათ შეცდომაში, მაგრამ მაინც ბოლომდე გვენდო
“ჩვენ შევძელით 2012 წლის შემდეგ, რომ გაგვენახევრებინა უმუშევრობა, გაგვენახევრებინა სიღარიბე. ჩვენთვის მთავარია ხალხის ნდობა. ხალხი რომ გვენდობა, მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ამ ხელმოცარულებს შეჰყავდათ საზოგადოება შეცდომაში, მაგრამ მაინც ბოლომდე გვენდო, “- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „იმედი Live“-ში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ქვეყანა ომს აგვეცილებინა. იცით თქვენ როგორი მცდელობები იყო, მათ შორის პარტიის ლიდერები შანტაჟის ქვეშ იყვნენ. სანქცირებულია ბატონი ივანიშვილი დასავლეთის მხრიდან. ის კაცი ვერ შეაშინეს 2012 წელს. ოჯახი დააყენა რისკის ქვეშ მაშინ. ეს ქვეყანა მთელმა პარტიამ, მთელმა გუნდმა დავიცავით. ხალხი გვენდო და ბოლომდე მოვედით. ჩვენ შევძელით 2012 წლის შემდეგ, რომ გაგვენახევრებინა უმუშევრობა, გაგვენახევრებინა სიღარიბე. ჩვენთვის მთავარია ხალხის ნდობა. ხალხი რომ გვენდობა, მაშინ დავრწმუნდით როდესაც ამ ხელმოცარულებს შეჰყავდათ საზოგადოება შეცდომაში, მაგრამ მაინც ბოლომდე გვენდო [ხალხი]. „მოლოტოვის კოქტეილით“ დასდევდნენ ჩვენს ძალოვნებს. ხალხი არ დაუდგა მათ გვერდით, რადგან იციან ვინ რას წარმოადგენს“, – აღნიშნა ზარქუამ.