leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, ვუსურვებ მას წარმატებას საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მე-6 პრეზიდენტის – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას სოციალურ ქსელ “X”-ში ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში.

“ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს. ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. ვუსურვებ მას ბევრ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”,– აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

ასევე იხილეთ