leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: ჩვენ ვიცით, მშვიდობა როგორ შევინარჩუნოთ, ეკონომიკა როგორ განვავითაროთ და ღირსებით ევროინტეგრაციაში წარმატებას როგორ მივაღწიოთ

“ჩვენ ვიცით სად გვაქვს გამოწვევა, სად გვაქვს ჩავარდნა და როგორ გამოვასწოროთ შეცდომები, როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერი, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, “- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ქართველი ხალხის გამარჯვებას ნიშნავს.

„ჩვენ როგორც ყოველთვის, არ ველოდებით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, ჩვენ ისედაც ჩავდივართ მოსახლეობასთან რეგიონებში. მე მივესალმები ჩემს წალენჯიხელებს, ჩავდივარ იქ, სადაც მოსახლეობისგან გავიგე, რომ დიალიზის პროგრამის საჭიროება იყო. მადლობა მინდა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დღეს წალენჯიხაში დიალიზის პროგრამა ამოქმედდა. ახლა ვსაუბრობთ, რომ პირველი საშუალო სკოლა არის დანგრევის პირას და ახალი უნდა აშენდეს, გარკვეული თანხები უკვე გამოყოფილია და მადლობა მინდა ასევე ვუთხრა გიორგი ამილახვარს რეაგირებისთვის. ჩვენ ვიცით სად გვაქვს გამოწვევა, სად გვაქვს ჩავარდნა და როგორ გამოვასწოროთ შეცდომები, როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო ძლიერი, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ვიცით, მშვიდობა როგორ შევინარჩუნოთ, ეკონომიკა როგორ განვავითაროთ და ღირსებით ევროინტეგრაციაში წარმატებას როგორ მივაღწიოთ. ეს იცის ჩვენმა მოსახლეობამ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება ნიშნავს ქართველი ხალხის გამარჯვებას“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ