leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ის უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუდგება სათავეში

“ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას.

„ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი, ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ მას წარმატება ვუსურვოთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მეექვსე პრეზიდენტია. პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.

ასევე იხილეთ