leaderboard_below_slide
left_sabechdi

ალიევის მითითებით, აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის 10 ქალაქში ფრენები შეაჩერეს

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულ ავიაკომპანიებს უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, რუსეთის 10 ქალაქში ფრენების განუსაზღვრელი ვადით შეჩერების მითითება მისცა.

მისივე თქმით, ასევე შეჩერდება რუსული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანის მიმართულებით.

„ჩვენ ასევე ვაჩერებთ რუსული ავიაკომპანიების ფრენებს აზერბაიჯანის მიმართულებით სამი რუსული ქალაქიდან. ამ დროისთვის, ფრენები შეჩერებულია 10 ქალაქში და მე მაინც ვამბობ, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებია“, – განუცხადა ალიევმა AzTV.

ცნობისთვის, დღეს, ილჰამ ალიევმა პრაქტიკულად დაადასტურა ვერსია, რომ აზერბაიჯანულმა ავიალაინერის ჩამოგდების უკან რუსეთი დგას. 

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას ბოდიში მოუხადა, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, თუმცა, რუსული მხარის ბრალეულობა არ უხსენებია.

როგორც TASS წერს, ალიევსა და პუტინს შორის საჰაერო ინციდენტის შესახებ საუბარი დღესაც გაგრძელდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა ავიალაინერმა, Embraer 190-მა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, კატასტროფა ყაზახეთს ქალაქ აქთაუსთან განიცადა. ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავი ორად გადატყდა და მას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილები თვითმფრინავის უკანა ნაწილში იმყოფებოდნენ. ფიუზელაჟის წინა ნაწილი კი მთლიანად დაიწვა. დაიღუპა 38 ადამიანი. 29 ადამიანი გადარჩა.

წინასწარი გამოძიების ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანული თვითმფრინავი გროზნოსთან რუსულმა საზენიტო რაკეტამ დააზიანა.

ასევე იხილეთ