ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ვენეციას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო – მარცხენა ფლანგზე ახლადმომჯობინებული ხვიჩა კვარაცხელია ათამაშა, ხოლო ბრაზილიელი დავიდ ნერეში, რომელმაც მის არყოფნაში თავი კარგად გამოავლინა, მარჯვენა ფლანგზე მატეო პოლიტანოს ნაცვლად დააყენა.
„ნაპოლის“ 37-ე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ რომელუ ლუკაკუს დარტყმული პენალტი მეკარემ აიღო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მონდომებული იყო, გოლი გატანას ცდილობდა, მაგრამ ეს მატჩი უშედეგოდ დაასრულა და 75-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში ამის შემდეგ 4 წუთში გაიხსნა – „ვენეციის“ კარი ჯაკომო რასპადორის აიღო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
18 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ მსგავსად 41 ქულა დააგროვა, მაგრამ ბერგამოელებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და საშემოდგომო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა.