„33 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ფიცში დაბრუნდა სიტყვა “ვფიცავ”! ღმერთმა დალოცოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი! P. S. რამდენჯერ ვთქვი, რამდენჯერ დავწერე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ღვთისა და ერის წინაშე კი არ უნდა განაცხადოს, არამედ უნდა დაიფიცოს! საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დაიფიცა, რომ… მე მჯერა ამ ფიცის!” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„1991 წელი, ზვიად გამსახურდია:
– მე, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ფ ი ც ა ვ, რომ…
1995 წელი, ედუარდ შევარდნაძე:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
1999 წელი, ედუარდ შევარდნაძე:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
2004 წელი, მიხეილ სააკაშვილი:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
2008 წელი, მიხეილ სააკაშვილი:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
2013 წელი, გიორგი მარგველაშვილი:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
2018 წელი, სალომე ზურაბიშვილი:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ა ც ხ ა დ ე ბ, რომ…
2024 წელი, მიხეილ ყაველაშვილი:
– მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვ ფ ი ც ა ვ, რომ…
33 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ფიცში დაბრუნდა სიტყვა “ვფიცავ”!
ღმერთმა დალოცოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი!
P. S. რამდენჯერ ვთქვი, რამდენჯერ დავწერე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ღვთისა და ერის წინაშე კი არ უნდა განაცხადოს, არამედ უნდა დაიფიცოს!
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დაიფიცა, რომ…
მე მჯერა ამ ფიცის!
P. P. S. მე ვიცი, ვისი დამსახურებაა ფიცის ტექსტში სიტყვის “ვფიცავ” დაბრუნება.
დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი კობახიძე”, – წერს ბონდო მძინარაშვილი.