აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
„ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ადამიანი, რომელმაც ახლებურად განსაზღვრა, როგორი შეიძლება ყოფილიყო პრეზიდენტობის შემდეგ ცხოვრება, გარდაიცვალა კვირას“, – ნათქვამია მასალაში.
ჯიმი კარტერი აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი იყო 1977-1981 ელებში „დემოკრატიული პარტიიდან“.
სამშვიდობო მოღვაწეობისთვის კარტერმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო 2002 წელს.
2024 წლის 1 ოქტომბერს ჯიმი კარტერი ამერიკის ისტორიაში გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა.