ჰოდა, 29 დეკემბერს, მშობლიურ ქალაქ პლეინსში (ჯორჯია) 100 წლისა გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯიმი კარტერი.
ჰოდა, ნობელის პრემიის გარდა იგი გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა: ჯიმი კარტერი პირველი პრეზიდენტია, ვინც 100 წლის ასაკს მიაღწია. ბოლო 43 წელი იგი ამერიკის ექს-პრეზიდენტი იყო.
ჰოდა, ზუსტად ერთი წლისა და ერთი თვის წინათ, 2023 წლის 29 ნოემბერს 96 წლისა გარდაიცვალა მისი მეუღლე ელეანორ როზალინ სმით-კარტერი. კარტერების წყვილი ასევე გინესის რეკორდსმენები არიან – 77-წლიანი მეუღლეობის სტაჟით. ჯიმი კარტერის მესამე ფოტო როზალინ კარტერის დაკრძალვისას არის გადაღებული.