leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი: 10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!

„თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება“, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში.

„გუშინ ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი.

10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!

დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე დღეს, ქუჩაში გაყინვა. თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება.

ვაი თქვენს პატრონს (პატრონებს)!

არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და არა – ქვეყნის ნგრევა და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო. გაყიდულებო!“ – წერს თეა წულუკიანი.

 

ასევე იხილეთ