leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ მარტო დეკემბერში, სულ მცირე, შვიდჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, სულ მცირე, შვიდჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ თუ მოსთხოვენ მათ პასუხს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ: არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას; არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას; არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას; არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას; არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას; სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან; არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას. როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ. ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია“, – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე იხილეთ