leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯანდაცვის მინისტრი: არავის აქვს რაიმე საბუთი, რომ აქციების დროს შსს არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდა, ინტოქსიკაცია, ცრემლდენა ბუნებრივი, თანმხლები პროცესია

“არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც, შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ, ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები ბუნებრივი თანმხლები პროცესია”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.

„არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები აქციების დროს იყენებდნენ არასტანდარტულ საშუალებებს ან ისეთ რამეს, რომელიც არ არის დაშვებული და გამართლებული კონვენციებით, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვა არ არის საჭირო.

პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით. ეს არის ცრემლსადენი კაფსულები თუ წიწაკის სპრეის საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად. ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და სხვა სიმპტომები ბუნებრივი თანმხლები პროცესია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ