leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ ბოჟაძე ნატა ფერაძის მხრიდან პატრიარქის შეურაცხყოფაზე: ქალბატონი ფერაძე დიდი ხანია წარმოადგენს უსამშობლოებისა და უღმერთოების სექტას

“ქალბატონი ფერაძე დიდი ხანია წარმოადგენს უსამშობლოებისა და უღმერთოების სექტას”, – ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნატა ფერაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პატრიარქის შეურაცხმყოფელ პოსტს.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ნატა ფერაძის მხრიდან არაერთი სხვა სკანდალური განცხადებებიც მოგვისმენია.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის სახე დღეს სწორედ ნატა ფერაძეა და ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მისი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მათ შორის ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი უწმინდესის მიმართ“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე იხილეთ