leaderboard_below_slide
left_sabechdi

ყაზახეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს: დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების პერიოდში თქვენი მშვენიერი ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე პროგრესს კიდევ უფრო აყვავებული, ჰარმონიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით მიულოცა.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების პერიოდში თქვენი მშვენიერი ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე პროგრესს კიდევ უფრო აყვავებული, ჰარმონიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. ყაზახეთი უაღრესად აფასებს მტკიცე პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც ემყარება მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მყარ კავშირებს. მზად ვარ ერთობლივად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში, ასევე უწყვეტ წინსვლასა და კეთილდღეობას საქართველოს მეგობარ ხალხს“, – ნათქვამია თოყაევის წერილში.

ასევე იხილეთ