საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ ლიდერი, დავით ნინიაშვილი პოპულარულმა გამოცემამ, Daily Mail-მა 2024 წლის მსოფლიოს რაბგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ნინიაშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ტალანტია, რომელიც საკლუბო რაგბიში („ლიონში“) კაშკაშებს და საქართველოს ნაკრებშიც გამოკვეთილი ლიდერია. დავითი გამორჩეულია სისწრაფით, მოქნილობით, ფეხით თამაშითა და ლელოს გამტანის ინსტიქტებით. 2024 წლის საუკეთსო გუნდში ნინიაშვილი ფულბეკის პოზიციაზე რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავზე წინ დავაყენეთ“, – ასე ახასიათებს ნინიაშვილს ბრიტანული გამოცემა.
2024 წლის სიმბოლური ნაკრები:
15. დავით ნინიაშვილი (საქართველო);
14. ვილ ჯორდანი (ახ. ზელანდია);
13. ტომაზო მენონჩელო (იტალია);
12. ჯოშუა ტუისოვა (ფიჯი);
11. დუან ვან დერ მერვე (შოტლანდია);
10. ფინ რასელი (შოტლანდია);
9. ანტუან დუპონი (საფრანგეთი);
8. ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა);
7. პიტერ სტეფ დუ ტოი (სამხ. აფრიკა);
6. ვოლეს სიტიტი (ახ. ზელანდია);
5. ტად ბირნი (ირლანდია);
4. ებენ ეთზებეტი (სამხ. აფრიკა);
3. ტომას დუ ტოი (სამხ. აფრიკა);
2. დენ შეანი (ირლანდია);
1. ოქს ნჩე (სამხ. აფრიკა).