„იმგენსაც“ და „ამგენსაც“ გემეეპარათ, როგორ იქნევდა ხელებს იქვე ჩემის დირიჟორი ნიკოლოზ მემანიშვილ-რაჭველი, რომელიც ცოტა ხნის წინ იძახდა, ყველა ქოცი მძულს და მეზიზღება, სიკვდილამდე ხმას არავის გავცემო, თან გავიფიცეო. არადა, იქნევდა, ხალხო, კონცერტზე იქნევდა თავისი პატრონისთვის!“ – წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.
„ამ ჩემის დირიჟორმა – აკი გავიფიცეო?!
***
წუხელ ლიზა ბაგრატიონს და ნატო მეტონიძეს უმღერნიათ ბაღში თუ სადღაც და რეკლამა გავიდა „პირველ არხზე“. გავარვარებული „ნაცები“ ერთსაც მიწაში დებენ პირქვე და მეორესაც!
***
თუმცა!
ზოგიერთნი მაინც აღნიშნავენ – ნატოს თავი დაანებეთ, მაგან სადაც არ უნდა იმღეროს, ლიზასთან შედარებით ისტორიის სწორ მხარეს დგასო (ისტორიაც კი თავიანთებური აქვთ, ოღონდ ჯერ არ დაუწერიათ). აი, ლიზას აღარაფერი ეშველებაო, ეგ ქოციაო.
ზოგიერთნი ეკამათებიან ნატოს „გამპრავებლებს“ – არაფერიცო, ორივენი საზიზღარი ქოცები არიანო.
***
ეჰ… ამასობაში კი „იმგენსაც“ და „ამგენსაც“ გემეეპარათ, როგორ იქნევდა ხელებს იქვე ჩემის დირიჟორი ნიკოლოზ მემანიშვილ-რაჭველი, რომელიც ცოტა ხნის წინ იძახდა, ყველა ქოცი მძულს და მეზიზღება, სიკვდილამდე ხმას არავის გავცემო, თან გავიფიცეო. არადა, იქნევდა, ხალხო, კონცერტზე იქნევდა თავისი პატრონისთვის!
***
სწორად შენიშნა ჩემამდე ილია ჭავჭავაძემ: განა კაცია ადამიანი?!“ – წერს გელა ზედელაშვილი.