უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის თავდასხმას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
„ახალი წლის ღამესაც კი რუსეთს მხოლოდ ის აწუხებდა თუ როგორ მიეყენებინა ზიანი უკრაინისთვის. 111 დრონი ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ – უმეტესობამ ვერ მიაღწია სამიზნეებს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით. მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.