გერმანიის შს მინისტრი ახალი წლის ღამეს პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმაზე: ყველა დამნაშავე დაისჯება მაქსიმალური სიმკაცრით
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი ახალი წლის ღამეს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა, როდესაც პოლიციელები და მეხანძრეები დაშავდნენ, ძირითადად პიროტექნიკით თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press ავრცელებს.
„ფედერალური მიწებიდან და ფედერალური პოლიციიდან გაძლიერებული ძალების განლაგება და ადრეული და თანმიმდევრული დარბევა სწორი საშუალებაა ძალადობისა და ქაოსის დამნაშავეების წინააღმდეგ. თუმცა, მხოლოდ ბერლინში უამრავი დაკავება და პოლიციელებზე განახლებული თავდასხმები ასევე აჩვენებს, რომ ეს დარბევა აბსოლუტურად აუცილებელი იყო. ყველა დაშავებულ ოფიცერს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველა დამნაშავე დაისჯება მაქსიმალური სიმკაცრით“, – აღნიშნა გერმანიის შს მინისტრმა.
ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.
ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად.