leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძემ 2025 წელი „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ შესრულებული საგოლე გადაცემით დაიწყო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში 2025 წელს პირველი შეხვედრა სტუმრად „ქუინს პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეხვედრა „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ აქტიურად დაიწყო და პირველი ნახევარი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ჩაკვეტაძემ საგოლე პასი აქტივში 55-ე წუთზე ჩაიწერა. ქართველმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან გაამწვავა და მისი გადაცემის შემდეგ თავი ბამ გამოიჩინა, თუმცა ერთ წუთში „ქუინს პარკ რეინჯერსმა“ მესამე გოლიც გაიტანა.

ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „უოტფორდს“ 37 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.

ასევე იხილეთ