leaderboard_below_slide
left_sabechdi

ხარკოვში დააკავეს 2 კაცი, რომლებმაც სამხედრო გაძარცვეს და სცემეს

ხარკოვში ორმა კაცმა სამხედრო მოსამსახურე გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამხედრო ნაცემია.

„გამოძიების ცნობით, ორი კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის მიმდებარედ გადაადგილდებოდა, სადაც დაინახეს 45 წლის სამხედრო, რომელიც შვებულებაში იმყოფებოდა. ისინი მას დაეწივნენ, ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა მსხვერპლს სახეში მუშტები დაუშინა, ხოლო როდესაც ის წაიქცა, თანამზრახველთან ერთად, მისი ცემა გააგრძელა წიხლებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროს წაართვეს მობილური ტელეფონი, დოკუმენტები, ნაღდი ფული და სხვა ნივთები, რომლებიც თან ჰქონდა, შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ბოროტმოქმედების ვინაობის დადგენის შემდეგ, ისინი დააკავეს.

მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე იხილეთ