leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკი: უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებას ეხმაურება.

ზელენსკის შეფასებით, ეს, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.

„როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ პუტინს ძალაუფლება აჩუქეს, უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. დღეს, რუსული გაზის ტრანზიტი 0-ია. ეს, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია.

გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს, ჩვენი საერთო ამოცანაა, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში, მხარი დავუჭიროთ მოლდოვას. ჩვენ ასევე, უნდა გავუძლოთ ზოგიერთი იმ ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომელიც გამჭვირვალე ენერგეტიკულ პოლიტიკას, მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებს“, – წერს ზელენსკი Telegram-ზე.

ასევე იხილეთ