კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო.
მოასფალტდა 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა, მოეწყო ეზოში შესასვლელები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, მოინიშნა საავტომობილო გზა.
სოფელ ბარნაბიაანთკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დასრულებული პროექტი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას.