leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: არანაირი გამართლება არ აქვს ნიუ ორლეანში საშინელ თავდასხმას, გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს ტერორიზმის აქტად იძიებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ მისი პირველი რეაქცია იყო ბრაზი და იმედგაცრუება. ამასთან, ბაიდენმა ჟურნალისტებთან უპასუხოდ დატოვა ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები.

„მე დავუკავშირდი ფედერალურ სამთავრობო სააგენტოებს. ისინი ყველანი კოორდინირებულად მუშაობენ ძირითადი ფაქტების დასადგენად“, – განაცხადა მან.

მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ნიუ ორლეანში მომხდარ საშინელ თავდასხმას. განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს ტერორიზმის აქტად იძიებს.

„მადლიერი ვარ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირებისთვის, რამაც უფრო მეტი მსხვერპლი და ზიანი აიცილა თავიდან. მე დავავალე ჩემს გუნდს, უზრუნველყოს ყველა რესურსის ხელმისაწვდომობა, რადგან ფედერალური, შტატის და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები გულმოდგინედ მუშაობენ მომხდარის გასარკვევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„არ არსებობს რაიმე სახის ძალადობის გამართლება და ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის რომელიმე თემზე“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 42 წლის შამსუდ დინ-ჯაბარია, რომელიც მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა მოკლეს.

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

ასევე იხილეთ