ანრი ოხანაშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიაში ვიზიტის პირველი დღე შეაფასა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარია საქართველოს ინტერესების შემდგომ მხარდაჭერას განაგრძობს.
„მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოაცხადეს საქართველო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ასეთი გზავნილებით შეიძლება დავბრუნდეთ საქართველოში, იმ იმედით, რომ შვეიცარია განაგრძობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების შემდგომ მხარდაჭერას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვეიცარიაში ვიზიტის პირველი დღის ბოლოს შვეიცარიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა შვეიცარიის ეროვნულ საბჭოშიც.