leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა ახალი წლის ღამეს გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმას ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალი წლის ღამეს გერმანიაში პოლიციელებზე პიროტექნიკით თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეი! როთ, ვ როტ! ხაზიკ! კიკუ! ხანუმ ჯან! პეროვნებებო! ხელო-ვნებებო! რუსთაველზე “ზადნით” პურისმჭამელებო! ეს ამდენი “პოლიტ” პატიმარი! ერთ ღამეში ამ “შიგ ევროპაში”! რა ხდება?! სად არის გამოხატვის უფლება!? ჩტო სლუჩილსა?! ვილსონ! კუბილიუს! ფონ დერ ლაინ! სად ხართ?! შეშფოთება სასწრაფოდ!!“, – წერს ხაინდრავა.

ბერლინში, 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს. ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით.

ასევე იხილეთ