leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარია ზახაროვა: უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტის მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია

“მოსკოვი უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს და კიევს აკისრებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, კიევმა გადაწყვიტა შეწყვიტოს ცისფერი საწვავის გადატუმბვა რუსეთიდან ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს.

„კონკურენტული და ეკოლოგიურად სუფთა რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტა არა მხოლოდ ასუსტებს ევროპის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ ძალიან უარყოფითად აისახება ევროპის მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტზე“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის გადაწყვეტილების „მთავარი ბენეფიციარი შეერთებული შტატებია“.

„რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შეერთებულ შტატებს, მარიონეტულ კიევის რეჟიმს, ისევე როგორც ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობა ამერიკის ეკონომიკის ფინანსურ მხარდაჭერას შესწირეს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

ასევე იხილეთ