leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალ ორლეანში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“შოკირებული და დამწუხრებულები ვართ ცნობებით ახალ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვერდში ვუდგავართ, სოლიდარობას ვუცხადებთ მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ში, ახალ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ასევე იხილეთ