leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი: შვეიცარიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შვეიცარიაში ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

ხაზი გაესვა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ. საუბარი იყო იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს შვეიცარიას იმ ვითარებაში, როდესაც შუამავლის როლს ასრულებს მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს“, – აღნიშნა კახიანმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.

 

 

ასევე იხილეთ