კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა, ილონ მასკმა გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და მოუწოდა გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ.
„ბრიტანეთში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე ილონ მასკმა ასევე განაცხადა, რომ „ძალიან ცოტა“ ბიზნესს სურს ინვესტირება კირ სტარმერის ბრიტანეთში.
„ძალიან ცოტა კომპანია იქნება მზად, დიდ ბრიტანეთში ინვესტიცია ჩადოს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში“, – აღნიშნა ილონ მასკმა.