leaderboard_below_slide
left_sabechdi

გრიგოლ ონიანი: მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!

საზოგადოება „სტალინელის“ დამფუძნებელი გრიგოლ ონიანი თეა დარჩიას სოციალური ქსელით მიმართავს:

„ქალბატონ“ თეა დარჩიას

მე პირადად თქვენგან საჯაროდ მოხდილ ბოდიშს არ ვიღებ!

თქვენი გამოთქმული აზრი ქართულ სიმღერაზე ქვეცნობიერმა გიკარნახათ, ცნობიერი „ბოდიში“ კი ხალხის საერთო აღშფოთებამ და შიშმა გათქმევინათ.

რამ გაგაბოროტათ?!ასე რამ აგაღელვათ უფრო მეტად ქალბატონები?! უდიდესი პატრიოტების მიერ აღზრდილო ქალბატონებო, რომ ასე გძულთ საქართველო, ქართული ტრადიციები და კულტურა. ან თქვენ ვინ უნდა განდოთ ნორჩი თაობები აღსაზრდელად, როდესაც ასეთი ბოღმა და სიძულვილი გაქვთ გულში ჩანერგილი?

როგორც დიდი ვაჟა იტყოდა:

„ვერაფრით ამოვუყვანე უბეს ნაჯდომი გველია“.

მრავალ საუკუნე გამოვლილი 150 სვანური სიმღერა, რომელიც აკაკი შანიძემ და ვარლამ თოფურიამ აღწერეს გასული საუკუნის 30-იან წლებში და მარგალიტებად შემოუნახეს შთამომავლობას, მათ შორის „ლილეო“ და „რიჰო“, რომელზედაც ლადო ასათიანი წერდა:

„მყისვე გაისმა ლილე ამაყი,
მთებით, ბუნების ჰიმნი სვანური“.

რომელმაც შეაზანზარა არა მხოლოდ კავკასიონი, არამედ მე-20 საუკუნეს კოსმოსში უნდა გაეგზავნა მომავალი ცივილიზაციებისათვის ეს მზის საგალობლები კახურ „ჩაკრულოსთან“ ერთად.

თქვენ უსამშობლო ქართველების თავის მოსაწონად მას კნავილი უწოდეთ. ეს არა მარტო ბოდიშის მოსახდელი ქმედებაა, არამედ თვითმკვლელობის მცდელობაა, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა”, – წერს გრიგოლ ონიანი.

ასევე იხილეთ