leaderboard_below_slide
left_sabechdi

კურტ ვოლკერი: არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას, მაგრამ აუცილებლად დავინახავთ ვალდებულებებს ან იმის გააზრებას, რომ ეს ტერიტორიები არ დაუბრუნდება უკრაინას სამხედრო გზით

უკრაინის საკითხში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა დაავალდებულონ, რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება არ სცადოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას. მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ვალდებულებებს ან იმის გააზრებას, რომ ეს [ტერიტორიები] არ დაუბრუნდება უკრაინას სამხედრო გზით. ამას სხვა საშუალებებით უნდა მივაღწიოთ. რუსეთი წინააღმდეგობას გასწევს და გააგრძელებს ოკუპაციას. შედეგად, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი პოლემიკა, სადაც რუსეთმა უკრაინის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ამას ვებრძვით, წესდება სანქციები“, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

„სიტუაცია მაგონებს გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დასავლეთ გერმანია ვითარდებოდა. იყო ევროკავშირში გაწევრიანება, ნატოში გაწევრიანება. ხოლო აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა ჯარების მიერ იყონ ოკუპირებული. და ასე გრძელდებოდა 40 წლის განმავლობაში, ვიდრე გერმანია არ გაერთიანდა“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ