გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ახალ ორლეანში თავდამსხმელი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბარი 100%-ით შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
„რაც ახლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ის 100%-ით იყო შთაგონებული „ისლამური სახელმწიფოთი“. ასე რომ, ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას, მათ შორის სოციალურ მედიაში. ვმუშაობთ ჩვენს ზოგიერთ სხვა პარტნიორთან, რათა გავარკვიოთ ცოტა მეტი ამ კავშირის შესახებ“, – განაცხადა ბიუროს კონტრტერორისტული სამმართველოს წარმომადგენელმა.