leaderboard_below_slide
left_sabechdi

მოლდოვა გაცვლითი კურსის დასადგენად ევროს ძირითად ვალუტად გამოყენებას იწყებს

მოლდოვამ დაიწყო ევროს გამოყენება, როგორც ძირითადი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის დასადგენად. მანამდე ამისთვის აშშ დოლარს იყენებდნენ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) განაცხადა.

სანდუმ აღნიშნა, რომ დღეიდან ევრო ხდება მთავარი საორიენტაციო ვალუტა მოლდავური ლეის გაცვლითი კურსისთვის.

„დღეიდან ევრო ხდება მოლდოვას გაცვლითი კურსის საორიენტაციო ვალუტა. იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ვაჭრობის 60% და ფულადი გზავნილების 70% ევროშია, ეს ნაბიჯი აძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან, უზრუნველყოფს უფრო მეტ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ყველა მოლდოველისთვის“, – წერს პრეზიდენტი.

ასევე იხილეთ