გიორგი კახიანი: “ვეტინგის” მოთხოვნის უკან ინიღბება სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ე.წ. “ვეტინგის” სისტემის მოთხოვნის უკან სასამართლო ხელისუფლების წმენდის და გავლენის მოხდენის მცდელობა ინიღბება.
“კეთილსინდისიერების კომპონენტი ჩვენ გავითვალისწინეთ კონსტიტუციურადაც კი, როდესაც ბოლო რეფორმა ხორციელდებოდა და ეს კომპონენტი ისედაც სავალდებულოა მოსამართლეებისთვის, ვიდრე ისინი თანამდებობებზე განწესდებიან.
„ამ კომპონენტით მოსამართლეების შემოწმება ისედაც ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით. როდესაც დღეს ასეთ მოთხოვნას აყენებენ, რეალურად ასეთი მოთხოვნის უკან ინიღბება მცდელობა სასამართლო ხელისუფლების წმენდის, სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის და დამორჩილებული სასამართლო ხელისუფლების ყოლის“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.