leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: არათუ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არავინაა პოდოლიაკი და მითუმეტეს, საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს

“არათუ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არავინაა პოდოლიაკი და მითუმეტეს, საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით პოდოლიაკი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს აჩენს.

“ჩვენ, „ხალხის ძალა“, არაერთხელ აღვნიშნავდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, თამაშობდა უცხოური ძალის თამაშს. ის უკრაინიზაცია, სამწუხარო მოცემულობა, რაც მიიღო სახელმწიფომ, ამ შედეგის მომტანია ზუსტად. პოდოლიაკიც ამის ერთ-ერთი ნაწილი იყო და არის, ამ უცხოური ძალის წარმომადგენლობაში, რომელსაც ალაპარაკებენ, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. არათუ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არავინ არაა პოდოლიაკი და მითუმეტეს საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს. პირიქით, ის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართულ განწყობებს ბადებს. თავიდან ბოლომდე გაშიფრულ გეგმაზე მაინც იმავეს იმეორებს, რომ მეორე ფრონტია გასახსნელი, ეს გეგმა არის გაშიფრული, ეს გეგმა გაშიფრა მათ შორის, აშშ-ის საზოგადოებამ.

იგივე ხდებოდა და ხდება ქვეყანაში და ომის დამთავრება ამერიკის საზოგადოებამ აარჩია იმით, რომ აირჩია დონალდ ტრამპი. პოდოლიაკს ვკითხოთ აგვიხსნას, რატომ შეიცვალა მისმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ არ დაელაპარაკებოდა არავის ომის დამთავრებაზე მანამ, სანამ არ გაათავისუფლებდა უკრაინის ტერიტორიას. დღეს ეხვეწება ტრამპს, რომ იქნებ როგორმე ომი დაასრულოთ უკრაინაშიო”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს. ეს განცხადება მან ლიეტუვურ ტელეარხთან „დელფისთან“ გააკეთა.

ასევე იხილეთ