leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მასკს ამერიკის პრობლემების მოგვარება ურჩია

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ენდრიუ გვინმა განაცხადა, რომ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ამერიკულ პოლიტიკაზე, ვიდრე მუდმივად გააკრიტიკოს ლონდონის მთავრობა.

მედიის ცნობით, მასკის პოსტებს ბრიტანელი პოლიტიკოსების გაბრაზებული რეაქცია მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასკმა ულტრამემარჯვენე აქტივისტის ტომი რობინსონის ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა.

„ილონ მასკი ამერიკის მოქალაქეა და იქნებ უკეთესი იყოს, ყურადღება გაამახვილოს ატლანტიკის მეორე მხარეს არსებულ საკითხებზე“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ენდრიუ გვინმა. 

ასევე იხილეთ