გოგიტა თოდრაძე: ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი შეიტანა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა
ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი შეიტანა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა, – განაცხადა „ქრონიკასთან“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
„გარკვეულ კატეგორიაზე, მაგალითად საწვავზე, გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე წლიური ფასები არის შემცირებული, უფრო მეტიც – 12 სასაქონლო ჯგუფიდან 4 ჯგუფში შეინიშნება ფასების შემცირება“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.