leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: მონაცემები, რასაც საქსტატი ავრცელებს, გამოწვეულია მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკურ მონაცემები შეაფასა.

„მონაცემები, რასაც საქსტატი ავრცელებს, გამოწვეულია მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს აქვს. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა ეკონომიკური მდგრადობა იყოს შენარჩუნებული და უფრო და უფრო წინ ვიაროთ – შევძლოთ, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე ფიქსირდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა.

ასევე იხილეთ