„თბილისი პრაიდის“ წერილიდან გამოჩნდა, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი არა უფლებების დაცვა, არამედ პროპაგანდაა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს არის მოწოდება არა დემოკრატიისთვის, არამედ რადიკალიზაციისთვის. მათ რომ რადიკალიზაციის გეგმა აქვთ და რისთვის აქვთ – ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამ წერილებიდან ისიც გამოჩნდა, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი არა უფლებების დაცვა, არამედ პროპაგანდაა. ამ პროპაგანდას უფლებებთან საერთო არაფერი აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არის დამალული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს. ეს მე მათგან არც მიკვირს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.