leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით „ოლიმპიაკოსი“ დაინტერსდა

გიორგი გულიაშვილმა „სარაევოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ შესაძლოა, კლუბი მაინც დატოვოს და კარიერა საბერძნეთში, პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელოს – ინფორმაციას transferfeed ავრცელებს.

„გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით პირეოსის „ოლიმპიაკოსია“ დაინტერესებული. 23 წლის ქართველი გარემარბი ამჟამად „სარაევოში“ თამაშობს და მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ქართველ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 1,5 მილიონი ევროა (Transfermarkt-ის მიხედვით). გულიაშვილი ბერძნული კლუბისთვის კარგი შენაძენი იქნება. გიორგის ადრე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასა“ და „ბოლონიას“ უკავშირებდნენ, რაც მის მიმართ ევროპული კლუბების მზარდ ინტერესს უსვამს ხაზს“, – აღნიშნავს ვებგვერდი TransferFeed.

შესაძლო ტრანსფერს ბერძნული გამოცემა gazzetta-ც გამოეხმაურა:

„გაჩნდა ახალი ფეხბურთელის სახელი, რომელიც „ოლიმპიაკოსის“ სატრანსფერო გეგმებში მოხვდა. ეს მოთამაშე „სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილია. ის საქართველოს ნაკრების წევრია. 23 წლის ფეხბურთელი, ძირითადად, გარემარბად თამაშობს, მაგრამ სხვა შემტევ პოზიციებზე გამოსვლაც შეუძლია, მაგალითად, ცენტრალურ თავდამსხმელად. მიმდინარე სეზონში „სარაევოში“ 22 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს ბერძნული გამოცემა.

ასევე იხილეთ