leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: მინდოდა, შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში მეთამაშა

მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირი, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის „ჰაინდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განმარტა, რატომ გადაწყვიტა ბუნდესლიგის აუტსაიდერ გუნდში თამაში.

„ტრანსფერებზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს, რომ გუნდში გადავსულიყავი. მინდოდა, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში დაუყოვნებლივ მეთამაშა. მინდა, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და სეზონის ბოლოს ბუნდესლიგაში დავრჩეთ. მოუთმენლად ველოდები ჩემპიონატის განახლებას“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ზივზივაძე ახალ გუნდში მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუედან“ გადავიდა, სადაც 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და გუნდს ესპანეთის ქალაქ ალგორფაში მიმდინარე შეკრებაზე შეუერთდება.

ასევე იხილეთ