leaderboard_below_slide
left_sabechdi

წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს

რესპუბლიკელი დეპუტატი მაიკ ჯონსონი ხელახლა აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.

აშშ-ის 119-ე კონგრესის გახსნის დღეს წარმომადგენელთა პალატა ახალი სპიკერის ასარჩევად კენჭისყრისთვის შეიკრიბა.

კენჭისყრის შედეგად მაიკ ჯონსონს მხარი დაუჭირა 218-მა რესპუბლიკელმა, ერთმა თანაპარტიელმა კი სხვა კანდიდატს მისცა ხმა. მაიკ ჯონსონს 215 დემოკრატი კანონმდებლიდან მხარი არცერთმა არ დაუჭირა და ხმა მისცა თანაპარტიელ ჰაკემ ჯეფრისს. კენჭისყრის პირველ ტურში მაიკ ჯონსონს ხმა არ მისცა ორმა რესპუბლიკელმა, რალფ ნორმანმა და კეიტ სელფმა. მეორე კენჭისყრაზე კი მაიკ ჯონსონმა განდგომილი თანაპარტიელების გადაბირება მოახერხა.

ასევე იხილეთ