„Le Figaro“-ს დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის მომხრეა, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ემანუელ, ჯიგარო, ამას ამბობს „ფიგარო“!
____________
ფრანგული გამოცემა „Le Figaro“-ს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფრანგების უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომას, – იუწყება ფრანგული მედია.
Odoxa-Backbone Consulting-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხული ფრანგების 61% მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის გადადგომას, რაც 2%-ით აღემატება დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
გარდა ამისა, რესპონდენტთა 65%-მა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი დემოკრატიული ღირებულებების ერთგული არ არის.
გამოკითხვა 2-3 იანვრის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1.005 რესპონდენტმა მიიღო. ცდომილება 1.4-3.1%-ს შეადგენს“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.