leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ვულოცავ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს დაბადების დღეს, მას დიდი როლი აქვს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

კალაძის თქმით, ილია მეორის როლი დიდია ქვეყნის განვითარებასა და ერის სულიერ ცხოვრებაში.

„ვულოცავ ჩვენს უსაყვარლეს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს. დიდია ილია მეორის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში, ქვეყნის განვითარებაში, ქართველი ერის სულიერ ცხოვრებაში. პატრიარქისადმი ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარული კიდევ ერთი დასტურია იმ ღვაწლის, რაც უწმინდესს მიუძღვის ერისა და ქვეყნის წინაშე. ვუსურვებთ ილია მეორეს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ