leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინის კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტაზე თუ თქვი რამე, ლამის არის, პუტინის ბიძაშვილობა დაგაბრალონ

„ამ ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, გრანტის მიმცემი თუ დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას – „თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?“

ექსპერტის თქმით, თუ ვინმეს მხრიდან ევროპელი ან ამერიკელი კრიტიკის ობიექტი გახდა, ანტიდასავლურის იარლიყს აწებებენ, ხოლო უკრაინის პოლიტიკური ელიტის გაკრიტიკების გამო, „პუტინის ბიძაშვილობაც“ შეიძლება დაბრალდეს ადამიანს.

„ამ ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, გრანტის მიმცემი თუ დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი. ვაიმე, ამერიკელზე, ვაიმე, ევროპელზე რამე არ წამოგცდეს კრიტიკული, თორემ ანტიდასავლური იარლიყი მოწებებული გაქვს, ახლა უკრაინის კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტაზე თუ თქვი რამე, ხომ ლამის არის, პუტინის ბიძაშვილობა დაგაბრალონ.

„მოყვარეს პირში უძრახე“-ო – გვითხრა დიდმა ილიამ და მაგალითად გადაგვარებული ქართველები ლუარსაბი და დარეჯანი წარმოგვიჩინა! სწორედ გადაგვარებულებს ემსგავსება ყველა, ვინც საკუთარი მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს მხოლოდ, ვინც, დიდ აკაკის დავესესხები, უცხოელების არდამორჩილებაზე „გაგონილა“-ო გაჰკივიან.

დიახაც, ყველამ – ამერიკელმაც, ევროპელმაც, კორეელმაც, რუსმაც და უკრაინელმაც უნდა შეიგნონ, „პირში ძრახვა“ არავისზე არ მოგვერიდება, ხოლო გადაგვარებული ქართველების „გაგონილა“-თი ვიშვიშით ვერავის შეაშინებენ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ